суббота, 11 октября 2008 г.

ინფორმაციული მენეჯერი

პროექტის სახელი: ინფორმაციიული მენეჯერი
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილენი განიხილავენ ინფორმაციული მენეჯერის საქმიანობას თანამდებობის შემოღების დღიდან დღემდე რომელიმე სკოლის მაგალითზე.
პროექტის სრული აღწერა: პროექტის მონაწილენი ჩაატარებენ ინფორმაციული მენეჯერის საქმიანობის კვლევას რომელიმე წარმატებული სკოლის მაგალითზე; გაარკვევენ თუ როგორ მუშაობს ეს მენეჯერი; როგორ მუშაობს მასწავლებლებთან რათა დაარწმუნოს რომ აუცილებელია ამა თუ იმ პროექტსა თუ კონკურსში მონაწილეობის მიღება, რამდენად დროულად ერთვება ამა თუ იმ გამოცხადებულ კონკურში, როგორ ანაწილებს დროს რომ მიიღოს რამოდენიმე საინტერესო კონკურსა თუ პროექტში მონაწილეობა, ჩaრთოს მასწავლებლები და მოსწავლეები, როგორ უნდა იყოს გამართული ისტ ტექნოლოგიები (როგორც პროგრამულად, ისე ტექნიკურად) რათა ხელი არ შეეშალოს მუშაობაში და წარმატებული გამოგდგეს მისი შრომა.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: იფორმაცილი მენეჯრები, x-xi-xii კლასის მოსწავლეები.
ვადები/ ხანგრძლივობა: 3 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსიის გამართვა, კითხვარის შედგენა, მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, მოძიებული მასალის ანალიზი, პრეზენტაცია, ელ.ვერსიის შედგენა.
მოსალოდნელი შედეგები: მონაწილეებმა შეიძლება შექმნან ბუკლეტი, ვებ-გვერდი, ელექტრონული ჟურნალი, ჩანახატი, ესეები. მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, ინტერვიუს აღების უნარ-ჩვევა. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. ისწავლიან საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას.
სარგებელი სხვებისთვის: პროექტის საშუალებით ინფორმაციული მენეჯერები უკეთ დაგეგმავენ თავიანთი მუშაობის განრიგს. მათი საშუალებით მასწავლებლები გახდებიან უფრო აქტიურები ისტ -ბის საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირების თვალსაზრისით, ასევე პროექტებსა და კონკურსებში მონაწილეობის მიღების მხრივ.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ინგფორმატიკა: კომუნიკაციის უნარი; სინთეზური აზეოვნების უნარი; კრიტიკული აზროვნების უნარი.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: მარიამ ნუცუბიძე
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:makanuca@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გფერდი/ბლოგი:

6 комментариев:

ქეთევან ლობჟანიძე. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია. ხელოვნებათმცოდნე. комментирует...
Этот комментарий был удален автором.
ლალიკო комментирует...

მოგესალმები მაკა!

მართლაც , პროექტის საშუალებით
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, ინტერვიუს აღების უნარ-ჩვევები. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები, აქტიურები. ისწავლიან საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. ხოლო , ამ პროექტის საშუალებით ინფორმაციული მენეჯერები
უკეთ დაგეგმავენ თავიანთი მუშაობის განრიგს.


გისურვებ წინსვლას!

ლალი #4 სკოლის ისტ მენეჯერი.

qeti комментирует...

მოგესალმები ჩემი ძვირფასო!
ვთვლი, რომ თქვენი პროექტით შეიქმნება ინფორმაციული მენეჯერების ქსელი და ურთიერთთანამშრომლობის პრინციპის გამოყენებით,სკოლებში თქვენი მუშაობა უფრო ნაყოფიერი გახდება.
გისურვებთ წარმატებებს.
ქეთევან ალხაზიშვილი #1 სკოლის დირექტორი

ქეთევან ლობჟანიძე. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია. ხელოვნებათმცოდნე. комментирует...

მოგესალმები მაკა. მართლაც საინტერესო პროექტია, მოსწავლეები გამოიკვლევენ ინფორმაციული მენეჯერის როლს და მნიშვნელობას სკოლაში. გაანალიზებენ რა არის საჭირო რომ სკოლას ყავდეს წარმატებული მენეჯერი,რომელიც სკოლის წარმატების საწინდარიცაა! მოსწავლეები გამართავენ დისკუსიებს, ისწავლიან პრეზენტაციის მოწყობას შეძლებენ ურთიერთთანამშრომლობას...

ხათუნა ტაბიძე комментирует...

მაკა მეტად საინტერესო საკითხი დასვი. ძალიან მომეწონა. იმედი ვიქონიოთ რომ ვიღაც მიაქცევს ამ პროექტს ყურადღებას და გულთან ,,მიიტანს". შენი პროექტი ხელს შეუწყობს და საზოგადოებას გააგებინებს ინფორმაციული მენეჯერის როლს და დანიშნულებას სკოლის ცხოვრებაში
ხათუნა ტაბიძე
გორის მე-9 საჯარო სკოლის ისტ მენეჯერი

elen комментирует...

მაკა მართლაც აქტუალური თემაა!
თუ არ ვცდები რამდენიმე სკოლამ გამოთქვა კიდეც ამ პროექტზე მუშაობის სურვილი,იქნებ მიუთითო ამის შესახებ აქ"პროექტზე მომუშავე სხვა სკოლებში".

გისურვებ წარმატებებს!

Обо мне

სსიპ ქალაქ გორის #1 სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგი; სსიპ ქალაქ გორის #6 საჯარო სკოლის დირექტორი.